ზიდანმა ალ ნასრის 150-მილიონიან შეთავაზებაზე უარი თქვა

ზინედინ ზიდანი შეთავაზებას საუდის არაბეთში მუშაობის შესახებ არ დათანხმდა, ინფორმაციას Foot Mercato ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ,,ალ ნასრი”, სადაც კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს, სპეციალისტს 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობდა, რა დროშიც ფრანგი 150 მილიონ ევროს მიიღებდა.

ზიდანს მუშაობა ევროპის Top 5 ლიგის გუნდში სურს, შესაბამისად უარის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ესაა.

,,ალ ნასრმა” ყოფილი მწვრთნელი, რუდი გარსია აპრილში დაითხოვა. უცხოურ მედიაში დაიწერა, რომ კლუბის გადაწყვეტილება გარსიასა და რონალდუს შორის არსებულმა კონფლიქტმა განაპირობა.

ზიდანმა ალ ნასრის 150-მილიონიან შეთავაზებაზე უარი თქვა

სტატიის ავტორი
-