ზიდანმა ურთულესი მეტოქე დაასახელა, რომლის წინააღმდეგაც უთამაშია

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის და ლეგენდარული ფეხბურთელის, ზინედინ ზიდანის შეფასებით, პოლ სქოულზი განსაკუთრებით რთული მეტოქე იყო, ვის წინააღმდეგაც კარიერაში უთამაშია.

სქოულზთან დაკავშირებით, ლეგენდარულმა ფრანგმა The Daily Mirror-თან ისაუბრა.

სქოულზი უმაღლესი კლასის მოთამაშე იყო, ძალიან ვნანობ, რომ მასთან ერთად თამაში არ მომიწია. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მექოქე, რადგან ბურთის მიღებისას, ფიქრის დროს საერთოდ არ გაძლევდა. სქოულზი აკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რომ მოედანზე მაქსიმალურად არაკომფორტულად გეგრძნო თავი”, – განაცხადა ზიდანმა.

ზიდანმა ურთულესი მეტოქე დაასახელა, რომლის წინააღმდეგაც უთამაშია 1


აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ზიდანმა სქოულის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ანალოგიურ შეფასებებს ვხვდებით მის ინტერვიუში The Guardian-თან, სადაც ზიდანმა ინგლისელს “თაობის საუკეთესო ფეხბურთელი” უწოდა.

ასევე იხილეთ: სქოულზი, ლამპარდი თუ ჯერარდი? – ოუენმა საუკეთესო დაასახელა

ზიდანმა ურთულესი მეტოქე დაასახელა, რომლის წინააღმდეგაც უთამაშია

სტატიის ავტორი
-