ზინჩენკო: “იმედია, ყველაზე მტანჯველი სიკვდილით მოკვდები”

უკრაინაში გამოცხადებული საომარი მდგომარეობის და რუსეთის ფედერაციასა და უკრაინის რესპუბლიკას შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების ფონზე, უკრაინის ნაკრების და “მანჩესტერ სიტის” მარცხენა მცველმა, ოლექსანდრ ზინჩენკომ სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მიმართა.

“მთელი ცივილიზებული სამყარო შეშფოთებულია ჩემს ქვეყანაში შექმნილი ვითარებით. არ შემიძლია შორს ვიყო ამ პროცესისგან და ჩემი აზრის გადმოცემას ვცდილობ. ფოტოზე – ჩემი ქვეყანაა. ქვეყანა, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ქვეყანა, რომლის ფერებსაც ვიცავ საერთაშორისო სპორტულ არენაზე. ქვეყანა, რომელსაც ვცდილობთ განვადიდოთ და განვავითაროთ. ქვეყანა, რომლის საზღვრები ხელშეუხებელი უნდა დარჩეს. ჩემი ქვეყანა უკრაინელებს ეკუთვნით და ვერავინ ვერასდროს მიითვისებს. ჩვენ არ დავთმობთ! დიდება უკრაინას”, – წერს ზინჩენკო Instagram-ში.

ამ პოსტის შემდეგ, ზინჩენკომ კიდევ ერთი ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იყო გამოსახული წარწერით: “იმედია, ყველაზე მტანჯველი სიკვდილით მოკვდები”.

ზინჩენკო: “იმედია, ყველაზე მტანჯველი სიკვდილით მოკვდები”

სტატიის ავტორი
-