ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

,,მილანის” თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი იტალიურ გუნდში კიდევ ერთი წლით დარჩება. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მხარეები უკვე კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდნენ – 40 წლის ფეხბურთელის ანაზღაურება 2.5 მილიონი ევრო იქნება

დღეს ცნობილი გახდა, რომ იბრაჰიმოვიჩი მუხლზე ჩატარებული ოპერაციის გამო, გუნდს 7-8 თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

ზლატანმა გასულ სეზონში ,,მილანის” მაისურით ჩატარებულ 27 შეხვედრაში 8 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. შვედს ,,როსონერისთან” ამჟამინდელი ხელშეკრულება 30 ივნისს ეწურება.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

სტატიის ავტორი
-