ზურიკო დავითაშვილის გოლი ევროპის ჩემპიონატის სამ საუკეთესოს შორის მოხვდა 

საქართველოს 21-წლამდლეთა ნაკრების ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე შთამბეჭდავ და ისტორიულ გამოსვლას კიდევ ერთი აღიარება და გამოხმაურება მოჰყვა.

ზურიკო დავითაშვილის გოლი, რომელიც 22 წლის ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა ნიდერლანდების 21-წლამდელთა ნაკრების კარში გაიტანა, ტურნირის 3 საუკეთესო შორის დასახელდა.

ზურიკო დავითაშვილს მხოლოდ საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, არნუ კალიმუნეომ და ვიცე-ჩემპიონი ესპანეთის ნაკრების შემტევმა, სერხიო გომესმა აჯობეს, რომელიც საუკეთესო 3 ბომბარდირს შორისაც მოხვდა.

ზურიკო დავითაშვილის გოლი ევროპის ჩემპიონატის სამ საუკეთესოს შორის მოხვდა  1

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე გამოსვლას 1/4-ფინაშლი დაასრულა, რომელშიც ისტორიაში პირველად ითამაშა და რომელსაც ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ, 11-მეტრიანი დარტყმების სერიაში (3:4) გამოეთიშა.

ზურიკო დავითაშვილის გოლი ნიდერლანდების კარში | VIDEO

ზურიკო დავითაშვილის გოლი ევროპის ჩემპიონატის სამ საუკეთესოს შორის მოხვდა 

სტატიის ავტორი
-