UEFA | 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი

2023 წლის U21 ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, UEFA-ს ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე, სიმბოლური გუნდი გამოქვეყნდა.

აღსანიშნავია, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს საუკეთესო თერთმეტეულში, მხოლოდ ფინალისტების – ინგლისისა და ესპანეთის მოთამაშეები მოხვდნენ.

მეკარე: ტრაფორდი (ინგლისი).

მცველები: მირანდა (ესპანეთი), კოლვილი (ინგლისი), ჰარვუდ-ბელისი (ინგლისი), (გარნერი).

ნახევარმცველები: სერხიო გომესი (ესპანეთი), ჯონსი (ინგლისი), ბლანკო (ესპანეთი), როდრი (ესპანეთი).

თავდამსხმელები: გორდონი (ინგლისი), აბელ რუისი (ესპანეთი).

https://twitter.com/UEFAUnder21/status/1678714718993756161

შეგახსენებთ, ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს საქართველომ და რუმინეთმა უმასპინძლეს. საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა A-ჯგუფში პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის ნაკრებების წინააღმდეგ, ბრწყინვალედ იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა. 1/4-ფინალში საქართველოსა და ისრაელის დაპირისპირება შედგა, რომელშიც სამწუხაროდ პენალტების სერიაში დავმარცხდით.

ევროპის ჩემპიონატის ფინალში, ინგლისმა ესპანეთი მინიმალური სხვაობით (1:0) დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს ისტორიაში მესამედ დაეუფლა.

UEFA | 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი

სტატიის ავტორი
-