ზუსტად 15 წლის წინ, მესიმ ბარსელონასთან პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა

ზუსტად 15 წლის წინ “ბარსელონაში” ახალი ეპოქა დაიწყო.

იმ დროისთვის პერსპექტიულმა ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა.

ამის შემდგომ გავიდა 15 წელი და მესი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.

მესიმ “ბარსელონას” მაისური 664-ჯერ მოირგო. გაიტანა 581 ბურთი. მოგებული აქვს 5 ოქროს ბურთი. “ლა ლიგის” ჩემპიონი 9-ჯერ გახდა. 4-ჯერ აღმართა ჩემპიონთა ლიგის თასი.

 

ზუსტად 15 წლის წინ, მესიმ ბარსელონასთან პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა

სტატიის ავტორი
-