ტენერიფემ გრან კანარიას მოუგო – შერმადინი მატჩის MVP გახდა | VIDEO

ესპანეთის ACB ლიგის მე-11 ტურში ,,ტენერიფემ” ,,გრან კანარიას” უმასპინძლა და 9-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 98:89 დაამარცხა.

გამორჩეული მატჩი ჩაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ტენერიფეს” ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც არასრულ 23 წუთში 25 ქულა, 10 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მოაგროვა. შერმადინმა 7-დან 7 ორქულიანი და 13-დან 11 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 41 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი იყო.

,,ტენერიფე” 8 მოგებითა და 3 მარცხით სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზეა და მხოლოდ მადრიდის ,,რეალსა” და ,,ბარსელონას” ჩამორჩება. შერმადინის გუნდი მომდევნო შეხვედრას 4 დეკემბერს, ,,მანრესას” წინააღმდეგ გამართავს.


გიორგი შერმადინის მომენტები გუშინდელ მატჩში:

ტენერიფემ გრან კანარიას მოუგო - შერმადინი მატჩის MVP გახდა | VIDEO 1

ტენერიფემ გრან კანარიას მოუგო – შერმადინი მატჩის MVP გახდა | VIDEO

სტატიის ავტორი
-