კარი: ,,კარგია რომ შობას ვთამაშობთ, თუმცა მე საშობაო მატჩებში თამაში არ მიყვარს”

,,გოლდენ სტეიტ უორიორსის” გამთამაშებელმა, სტეფ კარიმ, განაცხადა, რომ საშობაო მატჩებში თამაში არ მოსწონს:

,,კარგია, რომ შობას ვთამაშობთ, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი ვართ.

თუმცა, პირადად მე საშობაო მატჩებში თამაში არ მიყვარს, რადგან ცუდად ვასპარეზობ. რაღაც მიზეზის გამო, შობას თამაში არ მიმდის, ამიტომ ამის გამოსწორებას ფინიქსთან ვეცდები,” – კარის სიტყვებს San Francisco Chronicle ციტირებს.


კარი საშობაო შეხვედრებში საშუალოდ 13,1 ქულას აგროვებს და მატჩიდან 30%-ით ისვრის (20% სამქულიანები).

დღეს ტრადიციულად ხუთი საშობაო მატჩი გაიმართება:

  • ნიუ იორკი – ატლანტა
  • მილუოკი – ბოსტონი
  • ფინიქსი – გოლდენ სტეიტი
  • ლეიკერსი – ბრუკლინი
  • იუტა – დალასი

კარი: ,,კარგია რომ შობას ვთამაშობთ, თუმცა მე საშობაო მატჩებში თამაში არ მიყვარს”

სტატიის ავტორი
-