მთავარი არხი – თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა დატოვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, მოსკოვის ,,ცსკა-ში” თამაშზე უარი თქვა და რუსული გუნდი დატოვა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

გუშინ ქართველმა კალათბურთელმა სოციალურ ქსელში უკრაინის დროშა გამოაქვეყნა და დაწერა: ,,ვლოცულობ უკრაინისთვის! გამაგრდით!”

შენგელია ,,ცსკა-ში” 2020 წელს ,,ბასკონიადან” გადავიდა. ევროლიგის მიმდინარე სეზონში ფორვარდი საშუალოდ 12.7 ქულას, 4,7 მოხსნასა და 2.5 შედეგიან გადაცემას აგროვებს.


მთავარი არხი – თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა დატოვა

სტატიის ავტორი
-