ფიბამ რუსული ნაკრებები და გუნდები საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთა

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, რუსულ ნაკრებებსა და გუნდებს (მათ შორის 3X3 კალათბურთის ნაკრებს) ფიბას ორგანიზებულ ყველა ტურნირზე მონაწილეობის უფლება აეკრძალა.

შედეგად, რუსეთის გარეშე ჩაივლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები. რუსეთის საკალათბურთო ნაკრებს ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ჯგუფში, თბილისში უნდა ეთამაშა.



 

21 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, 24 თებერვალს კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო.

სპორტის არაერთი სახეობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთი მკაცრი სანქციებით დასაჯა.

ფიბამ რუსული ნაკრებები და გუნდები საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთა

სტატიის ავტორი
-