18 წლის ქართველი კალათბურთელის კარიერა აშშ-ში გაგრძელდება

2017/18 წლების სეზონზე ზაზა ფაჩულიას აკადემიის წევრი, 18 წლის დათა კაკუშაძე კარიერას “ბრიუსტერის აკადემიაში” (ამერიკის სკოლების უმაღლესი ლიგა) გააგრძელებს. დათა კაკუშაძე საქართველოს 18 წლამდელთა საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული წევრია. მას ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვედრის შანსი უკვე მიეცა.

“ბრიუსტერის აკადემიას”, “იუტა ჯაზის” დონოვან მიჩელი და NBA-ის არაერთი მოთამაშე ყავს აღზრდილი.

Live.ge ულოცავს დათა კაკუშაძეს კარიერაში წინგადადგმულ ნაბიჯს და წარმატებას უსურვებს.

18 წლის ქართველი კალათბურთელის კარიერა აშშ-ში გაგრძელდება

სტატიის ავტორი
-