ესპანეთის ACB ლიგის მე-7 ტურში ,,ტენერიფემ” ,,ბილბაოს” უმასპინძლა და 16-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 73:57 მოუგო.
კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 23 წუთში 20 ქულა, 7 მოხსნა და 2 დაფარება მოაგროვა.
შერმადინმა 12-დან 7 ორქულიანი დ 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 26 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი იყო.
,,ტენერიფე” 7 ტურის შემდეგ 6 მოგებითა და 1 მარცხით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.
შერმადინის გუნდი ACB ლიგის მომავალ შეხვედრას 19 ნოემბერს, ,,ვალენსიას” წინააღმდეგ გამართავს.