28 ქულა და 9 მოხსნა – მამუკელაშვილის ბრწყინვალე მატჩი ბოსტონის წინააღმდეგ | VIDEO

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) Summer League-ს ეგიდით გამართულ შეხვედრაში, “ბოსტონისა” და “მილუოკის” დაპირისპირება შედგა. ლას ვეგასში გამართული დაძაბული მატჩი, “სელტიქსის” გამარჯვებით, 111:109 დასრულდა.

“მილუოკი ბაქსის” რიგებში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც პარკეტზე 30:39 წუთი დაჰყო. ამ დროის განმავლობაში, ქართველმა ფორვარდმა 28 ქულის, 9 მოხსნისა და 2 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილი ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი აღმოჩდნა – იგი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.


28 ქულა და 9 მოხსნა - მამუკელაშვილის ბრწყინვალე მატჩი ბოსტონის წინააღმდეგ | VIDEO 1


28 ქულა და 9 მოხსნა – მამუკელაშვილის ბრწყინვალე მატჩი ბოსტონის წინააღმდეგ | VIDEO

სტატიის ავტორი
-