38 ქულა და 14 მოხსნა – გოგა ბითაძის გასაოცარი სტატისტიკა

“ინდიანა პეისერსის” ქართველმა ცენტრმა – გოგა ბითაძემ, “ინდიანას” G-ლიგის გუნდის მაისურით გასაოცარი მატჩი ჩაატარა. “ფორტ უეინისა” და “გრანდ რაპიდსის” დაპირისპირება მასპინძელთა გამარჯვებით, 131:127 დასრულდა. “ფორტ უეინის” გამარჯვებაში, 38 ქულითა და 14 მოხსნით ბითაძემ ლომის წვლილი დაიდო. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდის შემადგენლობაში, ბითაძეზე შედეგიანი მხოლოდ აიზია ტომასი აღმოჩნდა (42).


38 ქულა და 14 მოხსნა - გოგა ბითაძის გასაოცარი სტატისტიკა 1


“გრანდ რაპიდსის” შემადგენლობაში გიორგი ბეჟანიშვილი ასპარეზობდა, რომელმაც 25 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა. ბეჟანიშვილის მხარდამხარ NBA-ს ვარსკვლავი – აიზია ტომასიც ვიხილეთ. ტომასმა ბითაძის გუნდის წინააღმდეგ 42 ქულა დააგროვა, თუმცა მისი გარჯა ამაო აღმოჩნდა.

38 ქულა და 14 მოხსნა – გოგა ბითაძის გასაოცარი სტატისტიკა

სტატიის ავტორი
-