7 ქულა, 7 მოხსნა, 3 ასისტი – მამუკელაშვილის სან ანტონიომ ბითაძის ორლანდო დაამარცხა | VIDEO

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “სან ანტონიოსა” და “ორლანდოს” დაპირისპირება შედგა. სან ანტონიოში, “AT&T Center”-ში გამართული უხვქულიანი მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 132:114 დასრულდა.

NBA-ის ქართველი გულშემატკივარი მატჩს დიდი მოლოდინით ელოდა – საკმაოდ დიდი იყო იმის ალბათობა, რომ მაყურებელს ქართული დაპირისპირება ეხილა, თუმცა გოგა ბითაძეს “ორლანდოს” რიგებში არ უთამაშია.

“სან ანტონიოს” ქართველ ლეგიონერს კარგი მატჩი ჰქონდა. პარკეტზე გატარებულ 21:29 წუთში, მამუკელაშვილმა 7 ქულის, 7 მოხსნისა და 3 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.

7 ქულა, 7 მოხსნა, 3 ასისტი – მამუკელაშვილის სან ანტონიომ ბითაძის ორლანდო დაამარცხა | VIDEO

სტატიის ავტორი
-