სტეფ კარის ოჯახის ღირსეული საქციელი

მსოფლიოში გამეფებული კორონავირუსის გამო უამრავი დაწესებულება იხურება. კოვიდ-19 შეეხო სკოლებს, უნივერსიტეტებს და სხვადასხვა უამრავ დაწესებულებას.

ქალაქ ოკლენდში დაახლოებით 18 000 ბავშვია ისეთი, რომლებსაც აქამდე სკოლები კვებავდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ სკოლები ამჟამად დაკეტილია, არის საშიშროება, რომ ეს ბავშვები მშივრები დარჩნენ. ამასთან დაკავშირებით სტეფ კარიმ და მისმა ცოლმა აიშა კარიმ შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღეს. იქამდე სანამ ქვეყანაში ასეთი მდგომარეობაა, ისინი ხსენებულ ბავშვებს უფასოდ გამოკვებავენ და მიაწვდიან ყველაფერს რაც მათ დასჭირდებათ.

სტეფ კარის ოჯახის ღირსეული საქციელი

სტატიის ავტორი
-