ACB დაიწყო | თად მაკფადენის 14 ქულა ბარსელონას წინააღმდეგ

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატმა სტარტი აიღო, სადაც პირველი ტურის შეხვედრები ჩატარდა.

საკუთარი დაპირისპირებები გამართეს ქართველი ლეგიონერების გუნდებმა.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა თად მაკფადენმა, “მურსიასთან” ერთად “ბარსელონას” წინააღმდეგ იასპარეზა და საკმაოდ სოლიდური მონაგარიც ჰქონდა.

თადმა პარკეტზე გატარებულ 26:14 წუთში, 14 ქულას, 1 შედეგიან გადაცემას, 1 მოხსნას, 1 ჩაჭრასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი.

მურსიელებს მომდევნო შეხვედრა საკუთარ არენაზე, “ბეტისის” წინააღმდეგ ექნებათ, რომელთა რიგებშიც ბექა ბურჯანაძემ სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

ACB დაიწყო | თად მაკფადენის 14 ქულა ბარსელონას წინააღმდეგ

სტატიის ავტორი
-