ბექა ბურჯანაძის გრან კანარიამ 16-ქულიანი სხვაობით გაიმარჯვა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-14 ტური საკმაოდ საინტერესო შეხვედრების ფონზე ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვება მოიპოვა, როგორც გიორგი შერმადინის “ტენერიფემ”, ასევე ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიამ”.

როგორც მოგეხსენებათ, ბექა ბურჯანაძე ტრავმის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში უქმობდა, ეტაპობრივად კი ბექა პარკეტს უბრუნდება.

“გრან კანარიამ” “ფუენლაბრადას” წინააღმდეგ 16-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით – 87:71 იმარჯვა. გუშინდელ შეხვედრაში მან 23 წუთი და 34 წამი ითამაშა, რა დროშიც 10 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ბექამ პარკეტზე ყოფნისას საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა +16.

ქართველი ლეგიონერის გუნდი მომდევნო შეხვედრას 16 დეკემბერს ეუროთასზე “ტრენტოს” წინააღმდეგ გამართავს.

ბექა ბურჯანაძის გრან კანარიამ 16-ქულიანი სხვაობით გაიმარჯვა

სტატიის ავტორი
-