ბექა ბურჯანაძის ორმაგი დუბლი ბარსელონასთან და ანტუან გრიზმანი

ესპანეთის ACB ლიგის მე-5 ტურში “გრან კანარია” სტუმრად “ბარსელონას” დაუპირისპირდა და 75:89 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი, ბექა ბურჯანაძე “გრან კანარიას” შემადგენლობაში საუკეთესო იყო. მან არასრულ 29 წუთში 14 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვედრა ბექამ ორმაგი დუბლით აღნიშნა.

აღსანიშნავია, რომ “გრან კანარიასა” და “ბარსელონას” შეხვედრას კატალონიელთა საფეხბურთო გუნდის მე-17 ნომერი, ანტუან გრიზმანი დაესწრო.

ბექა ბურჯანაძის ორმაგი დუბლი ბარსელონასთან და ანტუან გრიზმანი 1

 

ბექა ბურჯანაძის ორმაგი დუბლი ბარსელონასთან და ანტუან გრიზმანი

სტატიის ავტორი
-