ბეტისის მორიგი მარცხი | ბურჯანაძემ გუნდს 9 ქულა მოუტანა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მე-9 ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც ბექა ბურჯანაძის “ბეტისმაც” ჩაატარა საკუთარი შეხვედრა.

“ბეტისი” გასვლით მატჩში, “სარაგოსას” წინააღმდეგ წარსდგა, რომელთანაც 10-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით – 82:72, დამარცხდა.

ბურჯანაძემ თამაში სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო. ქართველმა ლეგიონერმა ჯამში პარკეტზე 20:18 წუთი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 9 ქულითა და 1 მოხსნით დაეხმარა.

ბურჯანაძის გუნდი 2 მოგებითა და 7 მარცხით სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილს “ფუენლაბრადასთან” და “ბილბაოსთან” იზიარებს.

მომდევნო შეხვედრას “ბეტისი” საკუთარ არენაზე, 14 ნოემბერს, გიორგი შერმადინის “ტენერიფეს” წინააღმდეგ გამართავს.

ბეტისის მორიგი მარცხი | ბურჯანაძემ გუნდს 9 ქულა მოუტანა

სტატიის ავტორი
-