betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგის A დივიზიონის მე-6 ტურის მატჩები გაიმართა

betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგის A დივიზიონის მე-6 ტურში, რომელიც 9 აპრილს გაიმართა, ერთმანეთს ოთხი წყვილი დაუპირისპირდა.

betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგა A-დივიზიონი მე-6 ტური

“ლიბერთი” 77:83 “არწივები”

“ბრუკლინ აკადემი” 98:86 “ბეთლაივი”

“რაჭა-ლეჩხუმი” 80:62 “თიბისი დაზღვევა”

“სლ.უ” 71:55 “მობურთალი”

დაძაბული მატჩი გაიმართა “ლიბერთი” – “არწივებს” შორის, რომელიც “ლიბერთისთვის” პირველი დამარცხების მომტანი აღმოჩნდა. აღსანიშნავია “არწივების” მოთამაშის ნიკოლოზ დოლიძის გამორჩეული თამაში, რომელმაც მატჩში 19 ქულის დაგროვება შეძლო.

“ბრუკლინ აკადემის” მოთამაშემ ნიკა მეტრეველმა და “ბეთლაივის” მოთამაშემ თორნიკე გაგუამ, თანაბარი (27) ქულის დაგროვება შეძლეს. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ, “ბრუკლინ აკადემის” გამარჯვებით დასრულდა.

“ბრუკლინ აკადემიმ” “ბეთლაივი” 12 ქულიანი უპირატესობით დაამარცხა და პირველ ადგილზე აღზევდა.

“რაჭა-ლეჩხუმსა” და “თიბისი დაზღვევას” შორის გამართული მატჩი, მასპინძელი გუნდის გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრაში თავი ირაკლი ბეშქენაძემ გამოიჩინა, რომელმაც 35 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

“სლ.უსა” და “მობურთალს” შორის გამართული მატჩი, “სლ.უს” გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ “სლ.უ” შესვენებაზე 7-ქულიანი უპირატესობით გავიდა, მაგრამ მესამე პერიოდში “მობურთალმა” თამაშში დაბრუნება და სხვაობის 2 ქულამდე შემცირება შეძლო. გადამწყვეტ, მე-4 პერიოდში უპირატესობას კვლავ “სლ.უ” დაეუფლა და ტაბლოზე ლოგიკური ანგარიში (71:55) დაფიქსირდა.

betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგა A-დივიზიონი მე-7 ტური

23 აპრილი – “სლ.უ” Vs. “ლიბერთი”

23 აპრილი – “რაჭა-ლეჩხუმი” Vs. “არწივები”

23 აპრილი – “ბრუკლინი” Vs. “მობურთალი”

23 აპრილი – “ზაზა ფაჩულიას აკადემია” Vs. “თიბისი დაზღვევა”

betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგის A დივიზიონის მე-6 ტურის მატჩები გაიმართა

სტატიის ავტორი
-