ბითაძე სასტარტო ხუთეულში | ინდიანამ პორტლენდი გაანადგურა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, ქართველმა ლეგიონერმა – გოგა ბითაძემ “პორტლენდის” წინააღმდეგ შეხვედრა “ინდიანას” სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო. 

ინდიანაპოლისელები საკუთარ პარკეტზე, პირველივე წუთებიდან დომინირებდნენ და დამაჯერებელი უპირატესობით, 31-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით – 129:98 მოიგეს.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე გატარებულ 23:48 წუთში, 12 ქულა, 2 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა.



“ინდიანა” აღმოსავლეთ კონფერენციაში 25 მოგებითა და 47 მარცხით, მე-13 პოზიციას იკავებს, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს მათ პლეი-ოფში მოხვედრას.

გოგა ბითაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 24 მარტს, თბილისის დროით 03:00 საათზე, “საკრამენტოს” წინააღმდეგ გამართავს.

ბითაძე სასტარტო ხუთეულში | ინდიანამ პორტლენდი გაანადგურა

სტატიის ავტორი
-