ბითაძემ სასტარტოდან დაიწყო | ინდიანამ გოლდენ სტეიტი დაამარცხა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონისთვის განკუთვნილი მატჩების ნახევარი უკვე ჩატარდა და რამდენიმე ლიდერი გუნდიც გამოიკვეთა.

2021/22 წლების სეზონში NBA-ში ორი ქართველი წარმომადგენელი გვყავს – გოგა ბითაძე (ინდიანა) და სანდრო მამუკელაშვილი (მილუოკი).

გოგა ბითაძის “ინდიანა” რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში, სტუმრად, “გოლდენ სტეიტს” დაუპირისპირდა, სადაც დრამატულ ბრძოლაში, ოვერტაიმში გაიმარჯვეს.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია – 117:121, “ინდიანას” სასარგებლოდ.

ქართველი ცენტრი, გოგა ბითაძე, პარკეტზე 31:21 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, რა დროშიც საკუთარ აქტივში 13 ქულა, 9 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ბლოკშოტი (გოგამ სტეფ კარის დააფარა | VIDEO), ჩაიწერა.

შეხვედრის ბოლო მეოთხედში, გოგა ბითაძე გარი პეიტონთან უსიამოვნო ინციდენტის გამო პარკეტიდან გააძევეს.



“ინდიანა პეისერსი” აღმოსავლეთ კონფერენციაში 17 მოგებითა და 29 მარცხით, მე-13 პოზიციას იკავებს.

მომდევნო შეხვედრას გოგა ბითაძის გუნდი, 23 იანვარს, თბილისის დროით 06:00 საათზე, კვლავ სტუმრად, ამჯერად უკვე “ფინიქსის” წინააღმდეგ გამართავს.

ბითაძემ სასტარტოდან დაიწყო | ინდიანამ გოლდენ სტეიტი დაამარცხა

სტატიის ავტორი
-