ბითაძის მორიგი გაბრწყინება

ადრიატიკის ლიგის მე-17 ტურის ბოლო მატჩში “ბუდუჩნოსტმა” მორიგი გამარჯვება იზეიმა.

გუნდმა, რომელშიც საქართველოს ნაკრების ცენტრი, გოგა ბითაძე თამაშობს აუტსაიდერი “ოლიმპია” სტუმრად 72:77 დაამარცხა.

ბითაძემ 22 წუთი და 31 წამი დაჰყო პარკეტზე. ამ პერიოდში 10 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა.

“ბუდუჩნოსტმა” ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა, 12 მოგებით მე-3 ადგილზეა და 4 თებერვალს საკუთარ კედლებში “მორნარ ბარს” მიიღებს. მატჩი 21 საათზეა ჩანიშნული.

ბითაძის მორიგი გაბრწყინება

სტატიის ავტორი
-