ბითაძის შედეგიანი მატჩი – ინდიანამ სან ანტონიოსთან იმარჯვა | VIDEO

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,სან ანტონიო სპურსმა” ,,ინდიანა პეისერსს” უმასპინძლა და 11-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 108:119 დამარცხდა.

,,ინდიანას” შემადგენლობაში 20 წუთი ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გოგა ბითაძემ, რომელმაც 10 ქულა, 7 მოხსნა, 4 დაფარება და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. გოგამ 6-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ,,პეისერსს” 19 ქულით, 10 ასისტით, 3 ჩაჭრითა და 2 მოხსნით ტაირის ჰალიბერტონმა ულიდერა.

,,სან ანტონიოს” რიგებში 26 ქულით, 7 მოხსნით, 2 პასითა და 2 ჩაჭრით ჯოკ ლენდეილი გამოირჩა.

,,ინდიანა” 23 მოგებითა და 45 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-13 პოზიციაზეა, ,,სან ანტონიო” კი 26 გამარჯვებითა და 42 წაგებით დასავლეთში მეთორმეტეა.


ბითაძის შედეგიანი მატჩი – ინდიანამ სან ანტონიოსთან იმარჯვა | VIDEO

სტატიის ავტორი
-