ბურჯანაძის გრან კანარიამ გაიმარჯვა – ბექამ გუნდს 14 ქულა შესძინა

ესპანეთის პირველობაზე ეფექტური მატჩი მოიგო ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიამ”. კუნძულელებმა “ობრადარიოს” უმასპინძლეს და ქულუხვ შეხვედრაში 102:100 დაამარცხეს.

გამარჯვებულის გამოვლენას ორი ოვერტაიმი დასჭირდა. მეორე დამატებითი დროის დასრულებამდე 38 წამით ადრე ობრადარიოელებმა ანგარიში დაამრგვალეს – 100:100, თუმცა 13 წამში კანარელმა ჰარპერმა გამარჯვების ორქულიანი ჩააგდო და თავის გუნდს სეზონში მეშვიდე გამარჯვება მოაპოვებინა.

ჰარპერი საბოლოოდ მატჩის ბომბარდირიც გახდა – 25 ქულა ჩააგდო. გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ბექა ბურჯანაძემ: 27 წუთში 14 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი. მან 5 ორქულიანი, 3 სამიანი სტყორცნა, საიდანაც 2-2 ჩააგდო, რასაც 4-დან 4 საჯარიმო მიაყოლა.

“გრან კანარიას” 13 ტურის შემდეგ 7 მოგება აქვს. მომდევნო შეხვედრას 21 დეკემბერს გამართავს – კანარულ დერბიში გიორგი შერმადინის “ტენერიფეს” ეწვევა.

წყარო: GBF.GE

ბურჯანაძის გრან კანარიამ გაიმარჯვა – ბექამ გუნდს 14 ქულა შესძინა

სტატიის ავტორი
-