ბურჯანაძის სოლიდური მონაგარი | ბეტისი ისევ აგებს…

კალათბურთის ქომაგებს რამდენიმე კვირაა აქვთ შესაძლებლობა, რომ თვალყური მიადევნონ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შიდა ტურნირს – ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატს.

ქართველ გულშემატკივრებს ACB ლიგაში როგორც გიორგი შერმადინის, ასევე ბექა ბურჯანაძის ხილვის შესაძლებლობაც აქვთ. ეს უკანასკნელი ახალი სეზონიდან “რეალ ბეტისის” ღირსებას იცავს.

მე-7 ტურის შეხვედრაში, ბურჯანაძის გუნდმა, “ობრადოიროს”, წინააღმდეგ იასპარეზა.

“ბეტისმა” მიჯრით წაგებული 5 შეხვედრის შემდეგ, ვერც საკუთარი მოედანზე მოახერხა გამარჯვება, ამჯერად მარცხი “ობრადოიროსთან”, თანაც 11 ქულით, ანგარიშით – 76:87.

ბექა ბურჯანაძემ პარკეტზე 22:38 წუთი გაატარა, რა დროშიც, 13 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკშოტი, მიითვალა.

მომდევნო შეხვედრას “რეალ ბეტისი” 31 ოქტომბერს, სტუმრად, “ვალენსიას” წინააღმდეგ, გამართავს.

ბურჯანაძის სოლიდური მონაგარი | ბეტისი ისევ აგებს…

სტატიის ავტორი
-