გიორგი შერმადინის 20 ქულის მიუხედავად ტენერიფე დამარცხდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-20 ტურში გიორგი შერმადინის “ტენერიფე” საშინაო არენაზე, ცხრილის სათავეში მყოფი “ბარსელონას” წინააღმდეგ დამარცხდა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა, დასკვნით მეოთხედში ქართველი ლეგიონერის გუნდმა ანგარიში 4-ჯერ გაათანაბრა, თუმცა წინ გასვლა ვერ მოახერხეს. საბოლოოდ “ტენერიფე” 4 ქულით, ანგარიშით – 83:87 დამარცხდა.

გიორგი შერმადინმა პარკეტზე 26 წუთი და 18 წამი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 20 ქულით, 6 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემით დაეხმარა.

მომდევნო შეხვედრას “ტენერიფე” სტუმრად, 4 თებერვალს, “ბამბერგის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს.

 

გიორგი შერმადინის 20 ქულის მიუხედავად ტენერიფე დამარცხდა

სტატიის ავტორი
-