ტონი პარკერმა პროფესიონალური საკალათბურთო კარიერა ოფიციალურად დაასრულა!
სავარაუდოდ სან ანტონიოს ქომაგებს დიდხანს მოუწევთ იმ დიდებასთან განშორება რასაც გენიალური ტრიო – ჯინობილი, პარკერი და დანკანი ქმნიდნენ.
ერთ-ერთმა საუკეთესო ევროპელმა კალათბურთელმა კარიერის დასრულების შესახებ ერთ-ერთ სოციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა რითაც მან ეს ყველაფერი ოფიციალურად დაადასტურა.
🇺🇸 It’s with a lot of emotion that I retire from basketball, it was an incredible journey! Even in my wildest dreams, I never thought I would live all those unbelievable moments with the NBA and the French National Team.
Thank you for everything! https://t.co/YKqTlnkG90— Tony Parker (@tonyparker) June 10, 2019
37 წლის პარკერი 2001 წლიდან ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წევრია, ის პირველი დღიდან სან ანტონიოს წევრი გახლდათ და ამ გუნდის ლეგენდარულ კალათბურთელებში სამუდამოდ დარჩება, უკანასკნელი 2018/19 წლების სეზონში ტონი პარკერი “შარლოტ ჰორნეთსის” რიგებში ირიცხებოდა.
2003, 2005, 2007 და 2014 წლებში სან ანტონიო ტონი პარკერთან ერთად NBA-ს ჩემპიონი გახდა.