დონჩიჩის სამმაგი – სლოვენიამ ლიეტუვას მოუგო და ოლიმპიადაზე გავიდა (მიმოხილვა)

ტოკიოს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში სლოვენიამ ლიეტუვა 11-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 96:85 დაამარცხა. შედეგად, სლოვენიის ნაკრები ოლიმპიადაზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს.

ალექსანდრ სეკულიჩის გუნდს ლუკა დონჩიჩმა ულიდერა, რომელმაც არასრულ 34 წუთში 31 ქულა, 13 შედეგიანი გადაცემა და 11 მოხსნა მოაგროვა. 18 ქულა, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 ასისტი და 1 დაფარება იყო ვლატკო ჩანჩარის ანგარიშზე.

ლიეტუვას შემადგენლობაში 14-14 ქულით სამი კალათბურთელი – მანტას კალნიეტისი, იონას ვალანჩუნასი და არნას ბუტკევიჩიუსი გამოირჩა.

საკალათბურთო მატჩები ტოკიოს ოლიმპიადაზე 24 ივლისს დაიწყება, ფინალური შეხვედრა კი 8 აგვისტოს გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ ტურნირში მონაწილეობას იაპონია, ნიგერია, არგენტინა, აშშ, ირანი, საფრანგეთი, ესპანეთი, ავსტრალია და სლოვენია მიიღებენ. კიდევ სამი ნაკრების ვინაობა კი დღეს გაირკვევა.


მატჩის მიმოხილვა:

დონჩიჩის სამმაგი – სლოვენიამ ლიეტუვას მოუგო და ოლიმპიადაზე გავიდა (მიმოხილვა)

სტატიის ავტორი
-