დონჩიჩმა NBA-ის ყველა დროის რეკორდი დაამყარა

NBA-ში პლეი-ოფის ეტაპი დაიწყო – სერიის პირველ თამაშში “დალასი” “კლიპერსს” დაუპირისპირდა და 110:118 დამარცხდა.

მორიგი შთამბეჭდავი შეხვედრა ჩაატარა ლუკა დონჩიჩმა, რომელმაც კარიერის პირველ საპლეიფო თამაშში 42 ქულა ჩააგდო. NBA-ის ისტორიაში სადებიუტო მატჩში მსგავსი შედეგი არც ერთ სხვა კალათბურთელს არ ჰქონია.

გარდა 42 ჩაგდებული ქულისა, ლუკამ 7 მოხსნასა და 9 ასისტს მოუყარა თავი.

იხილეთ დონჩიჩის მომენტები “კლიპერსთან”

დონჩიჩმა NBA-ის ყველა დროის რეკორდი დაამყარა 1

დონჩიჩმა NBA-ის ყველა დროის რეკორდი დაამყარა

სტატიის ავტორი
-