დუაიტ ჰოვარდი კარიერას ტაივანში გააგრძელებს

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გატარებული 18 სეზონის შემდეგ, დუაიტ ჰოვარდი საკუთარ ძალებს ტაივანში გამოცდის.

NBA-ის გამორჩეულმა ცენტრმა და 3-გზის წლის საუკეთესო მცველმა, ოფიციალურად დაადასტურა, რომ პროფესიონალურ საკალათბურთო კარიერას ტაივანში განაგრძობს. Instagram-ზე გავრცელებულ ვიდეოში, ჰოვარდმა აღნიშნა, რომ “ტაიუან ლეოპარდსის” ღირსებას დაიცავს.

უკანასკნელად ჰოვარდმა 2021/22 წლების სეზონში “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” რიგებში იასპარეზა, სადაც 2020 წელს საჩემპიონო ბეჭდის მფლობელი გახდა. “ლეიკერსის” მაისურით ჩატარებულ 60 შეხვედრაში, ჰოვარდი საშუალოდ 6,2 ქულასა და 5,9 მოხსნას აგროვებდა.

დუაიტ ჰოვარდს კარიერის კვლავ NBA-ში გაგრძელების სურვილი ჰქონდა და მოლაპარაკებებს “გოლდენ სტეიტთან” აწარმოებდა, თუმცა, მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდა.

დუაიტ ჰოვარდი კარიერას ტაივანში გააგრძელებს

სტატიის ავტორი
-