დუდა სანაძის 30 ქულა – ანორთოსისმა სტუმრად ახილეასს მოუგო

კვიპროსის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-20 ტურის შეხვედრაში ,,ახილეასმა” ,,ანორთოსისს’ უმასპინძლა და 23-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 80:103 დამარცხდა.

გამორჩეული მატჩი ჩაატარა სტუმართა ქართველმა უკანახაზელმა, დუდა სანაძემ, რომელმაც არასრულ 36 წუთში 30 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

დუდამ მატჩში 10-დან 4 სამქულიანი, 12-დან 6 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.

,,ანორთოსისი” 8 მოგებითა და 9 მარცხით კვიპროსის A დივიზიონის მე-6 პოზიციაზეა. დუდა სანაძის გუნდი მომავალ შეხვედრას 4 მარტს, ,,ეტას” წინააღმდეგ გამართავს.

დუდა სანაძის 30 ქულა – ანორთოსისმა სტუმრად ახილეასს მოუგო

სტატიის ავტორი
-