ესპანეთის ჩემპიონატში ბექა ბურჯანაძის დებიუტი შედგა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში პირველი შეხვედრები ჩატარდა, ბექა ბურჯანაძის ახალი გუნდი “გრან კანარია” “ბასკეტ სარაგოსას” მასპინძლობდა.

შეხვედრა სტუმრების სასარგებლოდ, ანგარიშით 73:79 დასრულდა.

ბექა ბურჯანაძემ სადებიუტო შეხვედრაში პარკეტზე 18 წუთი და 11 წამი გაატარა, რა დროშიც 3 ქულისა და 4 მოხსნის შესრულება მოახერხა.

 

ესპანეთის ჩემპიონატში ბექა ბურჯანაძის დებიუტი შედგა

სტატიის ავტორი
-