ევრობასკეტი 2022 | წილისყრის შედეგად ქვეჯგუფები დაკომპლექტდა

ბერლინში, “Verti Music Hall”-ში გამართული წილისყრის შედეგად, ევრობასკეტ 2022-ის ქვეჯგუფები დაკომპლექტდა.

შეგახსენებთ, FIBA EuroBasket 2022 1-18 სექტემბერს გაიმართება. ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს კიოლნი (გერმანია), მილანი (იტალია), თბილისი (საქართველო) და პრაღა (ჩეხეთი) უმასპინძლებს. ევრობასკეტის ფინალური ფაზა ბერლინში (გერმანია) გაიმართება.

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები A-ჯგუფში იასპარეზებს. აღსანიშნვია, რომ A-ჯგუფში საკმაოდ საინტერესო ნაკრებებმა მოიყარეს თავი.

A ჯგუფი: საქართველო, ესპანეთი, რუსეთი, თურქეთი, ბელგია, ბულგარეთი.

B ჯგუფი: გერმანია, საფრანგეთი, ლიეტუვა, სლოვენია, უნგრეთი, ბოსნია.

C ჯგუფი: იტალია, საბერძნეთი, ხორვატია, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი.

D ჯგუფი: ჩეხეთი, პოლონეთი, ფინეთი, სერბეთი, ისრაელი, ნიდერლანდები.


ევრობასკეტი 2022 | წილისყრის შედეგად ქვეჯგუფები დაკომპლექტდა 1


დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ქართველ გულშემატკივარს ევრობასკეტ 2022-ზე განსაკუთრებული მატჩების ხილვის შესაძლებლობა ექნება. თბილისი ევროლიგისა და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) არაერთ ვარსკვლავს უმასპინძლებს – ქართველ ფანებს კი ნამდვილი საკალათბურთო დღესასწაული ელით.

ევრობასკეტი 2022 | წილისყრის შედეგად ქვეჯგუფები დაკომპლექტდა

სტატიის ავტორი
-