მოგება ბასკონიასთან და შენგელიას 15 ქულა ყოფილ გუნდთან (მიმოხილვა)

ვროლიგის მეთერთმეტე ტურში ,,ბასკონიამ” ,,ცსკას” უმასპინძლა და 6-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 74:80 დამარცხდა.

ყოფილ გუნდთან ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, რომელმაც არასრულ 30 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. თოკომ 9-დან 4 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი ფორვარდის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 16 შეადგინა.

,,ბასკონიას” შემადგენლობაში სტივენ ენოჩი გამოირჩა, ცენტრმა 14 ქულას, 10 მოხსნას, 2 დაფარებასა და 1 ასისტს მოუყარა თავი. 18 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 4 ჩაჭრა იყო უეიდ ბოლდუინის ანგარიშზე.

,,ცსკა” 6 მოგებითა და 5 მარცხით ცხრილის მე-9 პოზიციაზეა, ,,ბასკონია” კი 4 მოგებითა და 7 წაგებით მე-14 ადგილს იკავებს.


მოგება ბასკონიასთან და შენგელიას 15 ქულა ყოფილ გუნდთან (მიმოხილვა) 1

მოგება ბასკონიასთან და შენგელიას 15 ქულა ყოფილ გუნდთან (მიმოხილვა)

სტატიის ავტორი
-