ოფიციალურად: ევროლიგის სეზონი გაუქმდა

ევროპის 2 საკლუბო საკალათბურთო ტურნირი – ევროლიგა და ევროქაფი კორონავირუსის პანდემიის გამო აღარ განახლდება. აღნიშნულ ინფორმაციას ორგანიზატორები ოფიციალურად ადასტურებენ.

როგორც ცნობილია, აღნიშნული ტურნირების მიმდინარე სეზონი გამარჯვებულის გამოვლენის გარეშე გაუქმდა.

“ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვის შემდეგ აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2019/20 წლების სეზონის ევროლიგისა და ევროქაფის გათამაშებები გაუქმდეს,” – წერია ოფიციალურ განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ტურნირების მომდევნო სეზონი სექტემბრის ბოლოს დაიწყება.

“ეჭვგარეშეა, რომ ეს ჩვენი 20 წლიანი ისტორიის ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა,” – ამბობს ევროლიგის პრეზიდენტი ხორდი ბართომეუ.

ოფიციალურად: ევროლიგის სეზონი გაუქმდა

სტატიის ავტორი
-