ცსკა მილანთან დამარცხდა – შენგელია ორივე გუნდში საუკეთესო იყო

ევროლიგის ოთხთა ფინალის მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მოსკოვის ,,ცსკა” ,,მილანთან” 10-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 73-83 დამარცხდა.

წაგებულ მატჩში რუსული გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, თორნიკე შენგელიამ 18 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 26 შეადგინა, რაც ორივე კლუბის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი იყო.

,,მილანს” 14 ქულით, 6 ასისტით, 3 მოხსნითა და 1 ჩაჭრით სერხიო როდრიგესმა ულიდერა.

დღეს, 22:30 საათზე, ევროლიგის ფინალური მატჩიც გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ,,ბარსელონა” და ,,ეფესი” შეხვდებიან.


თორნიკე შენგელიას ჩატენვა დღევანდელ შეხვედრაში:

ცსკა მილანთან დამარცხდა - შენგელია ორივე გუნდში საუკეთესო იყო 1

ცსკა მილანთან დამარცხდა – შენგელია ორივე გუნდში საუკეთესო იყო

სტატიის ავტორი
-