ევროლიგის სეზონის ბოლო მატჩში თორნიკე შენგელიამ 15 ქულა მოაგროვა

ევროლიგის რეგულარული სეზონის ბოლო, 34-ე ტურში, ,,ვირტუს ბოლონიამ” ,,მილანს” უმასპინძლა და 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 89-84 დაამარცხა.

მატჩში 26 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 15 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

თორნიკემ 7-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 23 შეადგინა, რითაც ორივე გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ დანი ჰაკეტს ჩამორჩა.

,,ვირტუსმა” სეზონი 14 მოგებითა და 20 მარცხით სატურნირო ცხრილის მე-14 პოზიციაზე დაასრულა და, სამწუხაროდ, პლეი-ოფში გასვლა ვერ შეძლო.

https://twitter.com/VirtusSegafredo/status/1646616608733790210?cxt=HHwWhICwzZvF-tktAAAA

ევროლიგის სეზონის ბოლო მატჩში თორნიკე შენგელიამ 15 ქულა მოაგროვა

სტატიის ავტორი
-