G ლიგის სეზონი დასრულდა | სანდრო მამუკელაშვილის სტატისტიკა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ორი ქართველია წარმოდგენილი – გოგა ბითაძე (ინდიანა პეისერსი) და სანდრო მამუკელაშვილი (მილუოკი ბაქსი). მამუკელაშვილი, რომელიც NBA-ს 2021 წლის დრაფტიდან შეუერთდა, საკუთარ თამაშებს ძირითადად განვითრების (G ლიგა) ლიგაში ატარებს, სადაც “ვისკონსინ ჰერდის” რიგებს იცავს.

ქართველმა ლეგიონერმა NBA-ში “მილუოკის” რიგებში 37 შეხვედრა ჩაატარა, სადაც საშუალოდ პარკეტზე 9 წუთს ატარებდა, მისი საშუალო შედეგიანობა ასეთია – 3.1 ქულა, 1.8 მოხსნა და 0.4 შედეგიანი გადაცემა.

რაც შეეხება G ლიგას, ამ დროისათვის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის განვითარების ლიგის 2021/22 წლების სეზონი უკვე დასრულდა.

გთავაზობთ სანდრო მამუკელაშვილის სტატისტიკას “ვისკონსინ ჰერდის” რიგებში:


  • თამაშების რაოდენობა:12 თამაში
  • საშუალო დრო: 39 წუთი
  • საშუალო ქულა: 20.6 
  • საშუალო მოხსნა: 11.0
  • საშუალო შედეგიანი გადაცემა: 2.6 
  • საშუალო დაფარება: 1.0

G ლიგის სეზონი დასრულდა | სანდრო მამუკელაშვილის სტატისტიკა

სტატიის ავტორი
-