გიორგი შერმადინი კვლავ შეუდარებელია!

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატში კვლავ ბრწყინვალედ ასპარეზობს.

ქართველი ლეგიონერის გუნდი “იბეროსტარ ტენერიფე” “ხოვენტუტს” ესტუმრა და 4-ქულით, 77:73 დამარცხდა.

გიორგი შერმადინი საკუთარი გუნდის რიგებში MVP გახდა, მან პარკეტზე 26 წუთი და 8 წამი გაატარა, რა დროშიც 20 ქულას, 2 მოხსნასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი.

მომდევნო შეხვედრას “ტენერიფე” 24 ნოემბერს, “ბეტისის” წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართავს.

 

გიორგი შერმადინი კვლავ შეუდარებელია!

სტატიის ავტორი
-