გიორგი შერმადინი ახალი სეზონიდან “ტენერიფეს” რიგებში ასპარეზობს. ესპანეთის საკალთბურთო ჩემპიონატის მესამე ტურში “ტენერიფემ” საკუთარ მოედანზე “რეალს” უმასპინძლა და დრამატულ შეხვედრაში ანგარიშით – 71:75 დამარცხდა.
მიუხედავად მარცხისა, შეხვედრის MVP გიორგი შერმადინი გახდა, რომელმაც მართლაც ფენომენალურად იასპარეზა. ქართველმა ცენტრმა არასრულ 30 წუთში 20 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა.
🔘 @gioshermadini fue el MVP CRI-Tenerife de los aurinegros, durante el partido de hoy.
💪 20 pts (9/12 T2; 2/2 TL)
🔘 7 rebotes (4+3)
🔘 2 asistencias
✊ 2 tapones
👊 26 de valoración pic.twitter.com/CDJHY88GHX— Iberostar Tenerife (@CB1939Canarias) October 5, 2019
მომდევნო შეხვედრას გიორგი შერმადინის “ტენერიფე” 12 ოქტომბერს, ისევ საკუთარ კედლებში, “ობრადოიროსთან” გამართავს.