გიორგი შერმადინი შეხვედრის MVP გახდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში გიორგი შერმადინის “იბეროსტარ ტენერიფემ” მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში “ტენერიფემ” “ობრადორიოს” უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 107:62 დასრულდა.

შერმადინმა ბრწყინვალედ ჩაატარა შეხვედრა, გამარჯვებულთაგან ყველაზე მაღალი შედეგი დააფიქსირა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც დაიმსახურა.

ქართველმა ცენტრმა 17:18 წუთი ითამაშა, რა დროშიც 18 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი დააგროვა.

შერმადინის “ტენერიფემ” ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული 12 შეხვედრიდან 11 მოიგო და სატურნირო ცხრილში 22 ქულით მე-2 პოზიციას იკავებს. პირველზე “რეალია” 24 ქულით.

მომდევნო ტურში “ტენერიფეს” მეტოქე “სან პაბლო ბურგოსი” იქნება.

 

გიორგი შერმადინი შეხვედრის MVP გახდა

სტატიის ავტორი
-