გიორგი შერმადინის მორიგი კარგი მატჩი და პირველი გამარჯვება

ახალი სეზონიდან გიორგი შერმადინი “ტენერიფეს” რიგებში ასპარეზობს, მათ პირველი შეხვედრა საშინაო არენაზე ბილბაოს წინააღმდეგ მარცხით დაასრულეს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იმ დაპირისპირებაში შერმადინმა ბრწყინვალედ იასპარეზა.

28 სექტემბერს შერმადინი ძველი გუნდის – “უნიკახას” არენაზე დაბრუნდა და მათ წინააღმდეგ პირველად იასპარეზა, თანაც სასტარტო ხუთეულიდან. შეხვედრა “ტენერიფეს” გამარჯვებით, ანგარიშით 80:88 დასრულდა. გიორგიმ “უნიკახას” წინააღმდეგ 12 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ასევე 2 ჩაჭრა და 2 დაფარება.

შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი 20 გახლდათ, რაც მის გუნდში რიგით მესამე საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

მომდევნო შეხვედრას “ტენერიფე” მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ 5 ოქტომბერს, საშინაო არენაზე გამართავს.

 

 

გიორგი შერმადინის მორიგი კარგი მატჩი და პირველი გამარჯვება

სტატიის ავტორი
-