გიორგი შერმადინის ტენერიფე ჩემპიონთა ლიგაზე დაუმარცხებელია!

გიორგი შერმადინის “იბეროსტარ ტენერიფემ” ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი მატჩი გამართა, სადაც ლატვიაში “რიგას” ესტუმრა და შეხვედრა წარმატებით, ანგარიშით 64:68 დაასრულეს.

“ტენერიფემ” ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართული ექვსივე შეხვედრა წარმატებით დაასრულა და C ჯგუფს ერთპიროვნულად უდგანან სათავეში.

გიორგი შერმადინმა პარკეტზე 20 წუთი და 29 წამი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 8 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი შესძინა.

ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო შეხვედრას “იბეროსტარ ტენერიფე” სტუმრად, 3 დეკემბერს, “ბამბერგის” წინააღმდეგ გამართავს.

გიორგი შერმადინის ტენერიფე ჩემპიონთა ლიგაზე დაუმარცხებელია!

სტატიის ავტორი
-