გიორგი შერმადინმა ჩემპიონთა ლიგაზე 900-ზე მეტი ქულა დააგროვა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ტენერიფეს” ცენტრმა გიორგი შერმადინმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა. გიორგიმ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე 900-ზე მეტი ქულა დააგროვა.

შერმადინმა აღნიშნული შედეგი “ჰაპოელის” წინააღმდეგ დააფიქსირა. ოთხთა ფინალის ეგიდით გამართულ მატჩში “ტენერიფე” მოწინააღმდეგესთან ერთი ქულით დამარცხდა, თუმცა, ქართველმა კალათბურთელმა 18 ქულა მოაგროვა. შერმადინს აქამდე 891 ქულა ჰქონდა, ახლა კი, ეს რიცხვი 909-მდე გაზარდა.

ქართველი კალათბურთელის შედეგი მეორეა საუკეთესოთა შორის. მას მხოლოდ ვოიცეხ ჰრუბანი უსწრებს, რომელსაც 996 ქულა აქვს მოგროვებული.

შემდეგი მატჩი “ტენერიფეს” “სარაგოსას” წინააღმდეგ ელის, რომელიც 20 მაისს, 20:00 საათზე არის ჩანიშნული.

გიორგი შერმადინმა ჩემპიონთა ლიგაზე 900-ზე მეტი ქულა დააგროვა

სტატიის ავტორი
-