გიორგი შერმადინმა რეალთან შეხვედრაში 21 ქულა მოაგროვა | VIDEO

ესპანეთის საკალათბურთო სუპერთასის ნახევარფინალურ შეხვედრაში გიორგი შერმადინის ,,ტენერიფე” ,,რეალთან” 2-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 70-72 დამარცხდა.

ქართველმა ცენტრმა მატჩში 21 ქულა მოაგროვა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი იყო.

მადრიდელებს გუნდის ახალწვეულმა – გერშონ იაბუსელემ ულიდერა, რომელმაც 15 ქულას, 8 მოხსნას, 1 პასსა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი.

სუპერთასის გადამწყვეტ შეხვედრაში ,,რეალი” ,,ბარსელონას” დაუპირისპირდება – ფინალური მატჩი დღეს 20:30 საათზეა ჩანიშნული.


გიორგი შერმადინი რეალის წინააღმდეგ:

გიორგი შერმადინმა რეალთან შეხვედრაში 21 ქულა მოაგროვა | VIDEO

სტატიის ავტორი
-