გოგა ბითაძე: “მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ” | VIDEO

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებისთვის მზადება აქტიურად დაიწყო.

ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები, საკვალიფიკაციო მატჩებში უკრაინასა და ესპანეთს დაუპირისპირდება. უკრაინისა და საქართველოს საკალათბურთო მატჩი 1 ივლისს, რიგაში გაიმართება – ხოლო საქართველოსა და ესპანეთის დაპირისპირება 4 ივლისს, თბილისში შედგება.

პრინციპული მატჩების წინ, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი – გოგა ბითაძე, აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის ისტორიული შანსი აქვს, ამიტომ მოთამაშეებმა წარმატების მისაღწევად ყველაფერი უნდა გააკეთონ.

გოგა ბითაძე: “მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ” | VIDEO

სტატიის ავტორი
-