ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ორლანდოსა” და “კლივლენდის” დაპირისპირება შედგა. ორლანდოში, “Amway Center”-ში გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით – 94:118 დასრულდა.
“მეჯიქის” რიგებში გოგა ბითაძეს სათამაშო დრო მიეცა. პარკეტზე გატარებულ 20:51 წუთში, ქართველმა ცენტრმა 7 ქულის, 7 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.